კანონმდებლობა და ტყე

საზოგადოების გარკვეული ნაწილი ყოფითი პირობების მოგვარებას ხშირად იოლი ხერხებით ცდილობს და ნაკლებად ითვალისწინებს იმ შედეგს, რომელმაც შეიძლება იგი, ყველაზე უარეს შემთხვევაში, პატიმრობამდე მიიყვანოს.
ასეთ დანაშაულს ეკუთვნის ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რაც სხვა დანაშაულის მსგავსად, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია.უზენაესი სასამართლოს სტატისტიკის თანახმად, ხე-ტყის უკანონო გაჩეხვის გამო, შარშან 10 ადამიანს დაეკისრა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, 2009 წელს კი - 11-ს.
სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის კო­დექ­სით, ხე-ბუჩ­ქ­ნა­რის უკა­ნო­ნოდ გა­ჩეხ­ვა, რა­მაც გა­მო­იწ­ვია მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი, ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით ან სამ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თით, ხო­ლო იგი­ვე და­ნა­შა­უ­ლის გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სას­ჯე­ლი ოთხ­წ­ლი­ან პა­ტიმ­რო­ბამ­დე იზ­რ­დე­ბა. მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­კ­ვე­ულ­მა ნა­წილ­მა არც ის იცი, რომ კა­ნო­ნით ტყე და ზო­გა­დად, ნარ­გა­ო­ბა და­ცუ­ლია. სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის კო­დექ­სით დას­ჯა­დია ტყის, ნარ­გა­ვის და­ზი­ა­ნე­ბა ან გა­ნად­გუ­რე­ბა ცეცხ­ლ­თან და მო­მე­ტე­ბუ­ლი საფ­რ­თხის წყა­როს­თან გა­უფ­რ­თხი­ლე­ბე­ლი მოპყ­რო­ბით, ან მი­სი და­ბინ­ძუ­რე­ბა მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბით. ეს და­ნა­შა­უ­ლი ორ წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, ხო­ლო ტყის და ნარ­გა­ვის და­ზი­ა­ნე­ბა ან გა­ნად­გუ­რე­ბა ცეცხ­ლის წა­კი­დე­ბით, აფეთ­ქე­ბით ან სხვა სა­ყო­ველ­თა­ოდ სა­ში­ში სა­შუ­ა­ლე­ბით, ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თით ოთხი­დან რვა წლამ­დე. კა­ნო­ნით გან­სა­კუთ­რე­ბით და­ცუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს "წი­თელ ნუს­ხა­ში" შე­ტა­ნი­ლი ვე­ლუ­რი მცე­ნა­რის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის მოშ­ლაც.
გარ­და სი­სიხ­ლის სა­მარ­თ­ლის კო­დექ­სი­სა, ხე-ტყეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კა­ნონ­დარ­ღ­ვე­ვე­ბი ის­ჯე­ბა ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბი­თაც. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ საქ­მე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბას ეხე­ბა.
სა­ქარ­თ­ვე­ლოს ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღ­ვე­ვა­თა კო­დექ­სით, ხე-ტყის პირ­ვე­ლა­დი გა­და­მუ­შა­ვე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო ტყის ფონ­დის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ის­ჯე­ბა 2000 ლა­რით, სა­მარ­თალ­დარ­ღ­ვე­ვის იარა­ღის კონ­ფის­კა­ცი­ით ან უამი­სოდ. 2000 ლა­რით ჯა­რიმ­დე­ბა მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც ასე­ვე, უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბუ­ლი ხე-ტყის პირ­ვე­ლად გა­და­მუ­შა­ვე­ბას შე­ეც­დე­ბა. ამ და­ნა­შა­უ­ლე­ბის გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნის შემ­დეგ ორ­მაგ­დე­ბა ჯა­რი­მაც და იგი 4000 ლარს აღ­წევს.
ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღ­ვე­ვა­თა კო­დექ­სით, ხე-ტყის ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის მი­ნის­ტ­რის მი­ერ დად­გე­ნი­ლი სა­თა­ნა­დო დო­კუ­მენ­ტის ან სპე­ცი­ა­ლუ­რი ფირ­ნი­შით მარ­კი­რე­ბის გა­რე­შე 1000 ლა­რით ჯა­რიმ­დე­ბა, ხე-ტყის კონ­ფის­კა­ცი­ით ან უამი­სოდ. გან­მე­ო­რე­ბით შემ­თხ­ვე­ვა­ში კი, კა­ნო­ნის დამ­რ­ღ­ვე­ვი 2000 ლა­რით ჯა­რიმ­დე­ბა. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ხე-ტყის კონ­ფის­კა­ცია გარ­და­უ­ვა­ლია.
თვით­მ­მარ­თ­ვე­ლი ერ­თე­უ­ლის ან კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი ხე-მცე­ნა­რის სა­თა­ნა­დო დო­კუ­მენ­ტის გა­რე­შე ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბა
200 ლა­რით ჯა­რიმ­დე­ბა, ხო­ლო გან­მე­ო­რე­ბით - 400 ლა­რით, თა­ნაც ხე-მცე­ნა­რის კონ­ფის­კა­ცი­ით. რაც შე­ე­ხე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ჭრე­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი ხე-ტყის ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბას, ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც, სა­ჭი­როა დო­კუ­მენ­ტე­ბი. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, და­წე­სე­ბუ­ლია 500-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა.
კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით ამ კა­ნონ­დარ­ღ­ვე­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხ­ვე­ვებ­ში სა­მარ­თალ­დამ­რ­ღ­ვევს საქ­მის გან­ხილ­ვამ­დე დრო­ე­ბით ჩა­მო­ერ­თ­მე­ვა სატ­რან­ს­პორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა მას­ზე არ­სე­ბულ ხე-ტყეს­თან ან ხე-მცე­ნა­რეს­თან ერ­თად, რო­მელ­საც შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბის წარ­მო­ამ­დ­გენ­ლე­ბი გა­და­იყ­ვა­ნენ სპე­ცი­ა­ლურ და­ცულ სად­გომ­ზე; ამას­თან ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბი­სა და სად­გომ­ზე შე­ნახ­ვის ხარ­ჯე­ბი და­ე­კის­რე­ბა სა­მარ­თალ­დამ­რ­ღ­ვევს; სატ­რან­ს­პორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა მის მფლო­ბელს (მე­სა­კუთ­რეს) და­უბ­რუნ­დე­ბა ამ მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღ­ვე­ვის საქ­მის გან­ხილ­ვის დას­რუ­ლე­ბი­სა და სატ­რან­ს­პორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის სა­რე­გის­ტ­რა­ციო მოწ­მო­ბის ან მინ­დო­ბი­ლო­ბის წარ­მოდ­გე­ნის.


ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღ­ვე­ვა­თა კო­დექ­სით ხე-ტყის პირ­ვე­ლა­დი გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ობი­ექ­ტის (სა­ხერ­ხი სა­ამ­ქ­როს) წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ში წა­რად­გი­ნოს ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ან­გა­რი­ში (მათ შო­რის, ყო­ველ­თ­ვი­უ­რი ან­გა­რი­ში) ან ხე-ტყის მარ­კი­რე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფირ­ნი­ში. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას და­ე­კის­რე­ბა ჯა­რი­მა 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით. ხო­ლო თუ გან­მე­ო­რე­ბი­თაც და­არ­ღ­ვევს კა­ნო­ნის ამ მოთხოვ­ნას, 1000- ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მის გა­დახ­და მო­უ­წევს. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხერ­ხი სა­ამ­ქ­როს მხრი­დან ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის მოთხოვ­ნე­ბის დარ­ღ­ვე­ვას, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჯა­რი­მა 2000 ლარს შე­ად­გენს, გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი 4000 ლა­რია და­წე­სე­ბუ­ლი.
ჯა­რი­მაა და­წე­სე­ბუ­ლი იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ხე-ტყის მარ­კი­რე­ბის­თ­ვის დად­გე­ნი­ლი
მოთხოვ­ნე­ბის დარ­ღ­ვე­ვის­თ­ვი­საც. ეს მოთხოვ­ნე­ბი გან­საზღ­რუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის მი­ნის­ტ­რის შე­სა­ბა­მი­სი ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტით და მი­სი დარ­ღ­ვე­ვა ის­ჯე­ბა 1000 ლა­რით. იგი­ვე კა­ნონ­დარ­ღ­ვე­ვის გა­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნა კი 2000 ლა­რით ჯა­რიმ­დე­ბა, თან ხე-ტყის კონ­ფის­კა­ცი­ით.
რაც შე­ე­ხე­ბა ხე-ტყის წარ­მო­შო­ბის დო­კუ­მენ­ტი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი ფირ­ნი­შე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის, ხე-ტყის მარ­კი­რე­ბის, აგ­რეთ­ვე მა­თი აღ­რიცხ­ვის წე­სე­ბის დარ­ღ­ვე­ვას, ასე­ვე ხე-ტყის წარ­მო­შო­ბის დო­კუ­მენ­ტის ან ხე-ტყის მარ­კი­რე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფირ­ნი­შე­ბის და­უ­ხარ­ჯა­ვი ან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ფორ­მე­ბის დად­გე­ნი­ლი წე­სით წა­რუდ­გენ­ლო­ბა,
და­ჯა­რიმ­დე­ბა 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით. გან­მე­ო­რე­ბით კი - 2000 ლა­რით.

No comments:

Post a Comment